აქტუალური
თინათინ ხიდაშელი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს შეხვდა

tina-aqtual-1საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოში ქართულ-ამერიკული სწავლების - „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში იმყოფება.შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თინათინ ხიდაშელმა და გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობთ გენერალს, რომლის უზარმაზარი დამსახურებაა ამ ტრენინგის წარმატება. ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა “Noble Partner“-ის გაგრძელების შესახებ ასევე, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობის წარმატებაზე. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ამ თანამშრომლობის... იქნებიან ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც... ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის მთავარ მოედანზე იქნებიან წარმოდგენილი“,- აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

„სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ჩვენთვის ძალიან ღირებულია. პირველად მოვახდინეთ სწავლებაში მონაწილე ჩვენი სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შავი ზღვის გავლით. ძალიან მოხარული ვარ, რომ ტრენინგი მომავალ წელსაც ჩატარდება“, - აღნიშნა, თავის მხრივ, გენერალმა.