საზოგადოება
„ეს არის იმ ტრაგიკული შედეგის ნაწილი, რომელიც დაგვიტოვა 2008 წლის აგვისტოს ომმა, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებამ და იმ ფაქტმა, რომ რუსეთი საოკუპაციო ხაზს მიიჩნევს სახელმწიფო... ჟენევის ფორმატის ფარგლებში არსებობს სპეციალური მექანიზმი და ალბათ, მასზე ეს კონკრეტული საკითხიც იქნება განხილული“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, გაფართოებული შემადგენლობით შედგება.
„მორიგი შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცი. შეიძლება, იყოს ივნისის ბოლოს... რაც შეეხება ფორმატის გაფართოებას... დაემატება ეკონომიკის სამინისტროდან თითო წარმომადგენელი... აქამდე შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ექსპერტი სავაჭრო ურთიერთობების საკითხებში", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. რაც შეეხება კითხვას, ხომ არ განიხილება ორი ქვეყნის უმაღლესი პირების შეხვედრის საკითხი, აბაშიძის განმარტებით „ასეთი მზადება აქამდე ნამდვილად არ ყოფილა".