რელიგია
ილია მეორე: „ჩვენ გადავეჩვიეთ შრომას, გვინდა ყველაფერი შრომის გარეშე მოვიდეს,ეს არ არის სწორი“

Ilya-sazog-2-relig-1საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და  შრომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მრევლს მოუწოდა, საქმიანობისას არასდროს დაკარგონ იმედი, რადგან იმედის დაკარგვა ღვთის წინაშე დიდი ცოდვაა.

"ადამიანმა ამ ცხოვრებაში თავისი ადგილი უნდა იპოვოს. ძალიან ხშირად გვესმის: საქმე არ მაქვს, სამსახური არ მაქვს, სინამდვილეში არ არის შეჩვეული შრომას. ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გააკეთოს. ჩვენ გადავეჩვიეთ შრომას – ინტელექტუალურ შრომას, გონებრივ შრომას, ფიზიკურ შრომას. გვინდა ყველაფერი შრომის გარეშე მოვიდეს. ეს არ არის სწორი... ანტონი დიდი უფალს ეკითხება: რა ვაკეთოო. მას ეთქვა – ილოცე და იშრომეო. ის კი არ ეთქვა, იშრომე და ილოცეო, არამედ ილოცე და იშრომეო. აი, ეს არის ჩვენი მიზანი, რომ შრომა ლოცვით დავიწყოთ. ჯერ უნდა ვილოცოთ, უფალს ვთხოვოთ ლოცვა-კურთხევა და შემდეგ შრომა, რომელსაც შენ გასწევ, იქნება დალოცვილი და კურთხეული", - ბრძანა პატრიარქმა.