საზოგადოება
აფბა: საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ეროვნული ბანკისგან დისტანცირება, საბანკო სექტორს გამჭვირვალეს და დივერსიფიცირებულს გახდის

1asoc-sazog-1საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. აღნიშნულთან დაკავშირებით 25 მაისს საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის“ პრეს კლუბში „აფბა“–ს ვიცე პრეზიდენტმა შოთა გულბანმა ისაუბრა. აზრდილი გამჭვირვალობა პრაქტიკულად აღარ დატოვებს ადგილს იმ კითხვის ნიშნებისთვის, რომ შესაძლოა სექტორში მანიპულაციებს და სპეკულაციურ გარიგებებს ჰქონდეს ადგილი. ამგვარმა კითხვის ნიშნებმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ბოლო პერიოდში ლარის დევალვაციის პროცესისას, როცა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები ამოიწურა, ხოლო ლარმა მაინც განაგრძო გაუფასურება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ეროვნული ბანკისგან დისტანცირება ბანკების ეფექტიან ფუნქციონირებას არ შეაფერხებს, რამდენადაც, ამ შემთხვევაში, პარლამენტი დაამტკიცებს (შემდგომში) საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს, თავად ეს სსიპი კი კვლავ ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში იქნება“, – განაცხადა შოთა გულბანმა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ იმ ფონზე, როცა ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთბრალდებები კრიტიკულ ხასიათს იძენს, პარლამენტის მოთხოვნა, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტება თავად მოახდინოს, ლეგიტიმურია და შემდგომში გამორიცხავს მსგავს ინსინუაციებს.