ვინ აგებს პასუხს ლარის ინფლაციის გამო
ეროვნულ ბანკში უკვე ოფიციალურად აღიარებენ, რომ წლის ბოლოს ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელს გადააჭარბებს და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად, 10,6% იქნება. ბანკში ინფლაციის ზრდას გარე ფაქტორებს აბრალებენ, თუმცა ექსპერტებმა არაერთგზის აღნიშნეს, რომ ფასების მასშტაბური ზრდის უმთავრესი მიზეზი ქვეყნის შიგნით უნდა ვეძიოთ.
საინტერესოა, დადგება თუ არა დღის წერიგში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის - გიორგი ქადაგიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი."მართებულად არ მიმაჩნია, რომ ინფლაციის ზრდაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა იყოს. გასაგებია, რომ ეროვნულ ბანკს ამ კუთხით აქვს გარკვეული ბერკეტები, გარკვეული ვალდებულება, თუმცა მიმაჩნია, რომ მთავრობაც სრულიად იზიარებს ამ პასუხისმგებლობას. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუ პასუხისმგებლობაზე ვისაუბრებთ, ალბათ, სოლიდარულ პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ როგორც ეროვნული ბანკის, ასევე მთავრობის. მხოლოდ ეროვნული ბანკის განტევების ვაცად გამოყვანა ამ თემასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ უსამართლობა იქნებოდა,"- აღნიშნავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი.