საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდა

sazog-3საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანსუა ოლანდს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში.

საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე კულტურული ურთიერთობების და მოქალაქეთა შორის კონტაქტების გაფართოებას.

ასევე, ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მესამე შვილის შეძენა პირადად მიულოცა.