საზოგადოება
საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს, რომ გერმანია საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია.
ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ გერმანია, საქართველოს დონორებს შორის, მეორე ადგილზეა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.