საზოგადოება
პრეზიდენტის სასახლეში საერთაშორისო ქალთა ფორუმის „ევროვუმენის“ და ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერი ქალების ოფიციალური მიღება გაიმართა

sazog-1-mtavarსაქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა  სიტყვით მიმართა სტუმრებს  და საზოგადოებაში ქალთა როლის გაზრდაზე ისაუბრა.

სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა წამოწყებას, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვის, მათი როლის გაზრდისა და გააქტიურებისაკენ იქნება მიმართული.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ქალთა როლი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

საერთაშორისო ქალთა ფორუმი  EUROWOMAN -ი  თბილისში მესამედ იმართება.

sazog-1-qvem