აქტუალური
გიორგი აბაშიშვილი: „ეკონომიკა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისაგან“

aqtual-1საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა რომელიც ეროვნული ბანკისათვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„...თუ ვინმეს ეკონომიკური რეფორმების განხორციელება უნდა - რატომ იწყებს ამას იმ სფეროდან, რომელსაც ამ ეტაპზე რეფორმები არ სჭირდება?.. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობა შეფასებულია ძალიან პოზიტიურად.

...მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება... პოლიტიკური თამაშები ეკონომიკაში არ შეიძლება; ეს ავნებს ეკონომიკას. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვანწილად აისახება ბიზნესგარემოზე, ზიანდება მსგავსი გადაწყვეტილებებით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ეროვნული ბანკისათვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა საპრეზიდენტო ინსტიტუტის, საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქციების შესუსტების მცდელობაა.