პოლიტიკა
საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ეს პოლიტიკური მესიჯი ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან მიიღო.
„როგორც პირად საუბრებში, ისე - საჯაროდ, ცალსახად დადასტურდა, რომ საქართველომ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს. გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ორმხრივ შეხვედრებზე ამას ერთხმად აღნიშნავენ. პროცესი, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ბევრად ადრე, წინა ხელისუფლების დროს უნდა დაწყებულიყო. მოლდოვამ ეს დაიწყო 2010 წელს და დღეს მათ უკვე აქვთ უვიზო მიმოსვლა. ჩვენმა ხელისუფლებამ დიდი ნახტომი გააკეთა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ტექნიკური პროცედურების დასრულება წლის ბოლომდე გახდება შესაძლებელი.
„პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ შემდეგი არის საქართველო. პრაქტიკულად ეს უკვე დაადასტურეს ევროპელმა ლიდერებმა. ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ მომავალ წელს ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა ევროპაში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.