საზოგადოება
გაზეთი ,,GEORGIAN TIMES” დაიხურა

georgian-timesგაზეთის მთავარი რედაქტორის, ნანა გაგუას განცხადებით, ბოლო დროს მისი ოჯახის გარშემო განვითარებული მოვლენები გაზეთის ობიექტურ მუშაობაზე მკვეთრად აისახა.
მისი განმარტებით, გაზეთის დახურვის მთავარი მიზეზი იდეოლოგიური პრობლემები იყო, რომლებიც გაზეთის მუშაობას აფერხებდა. ამ ეტაპზე მას არ სურდა, გაზეთი გაბოროტებული და რევანშისტული დაჯგუფება გამხდარიყო და პირადი ემოციები საზოგადოებისთვის მოეხვია თავს.
ცნობისთვის: გაზეთ „GEORGIAN TIMES“-ის დამფუძნებლისა და რედაქტორის - ნანა გაგუას მეუღლე მალხაზ გულაშვილი შვილთან ერთად ამჟამად თავს რუსეთს აფარებს. იგი საქართველოში საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის იძებნება. გულაშვილმა საქართველო რამდენიმე თვის წინათ, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დატოვა.