სამართალი
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა 130-ე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

1-Skola-samart-3საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ღონისძიებას ესწრებოდნენ შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მერაბ მალანია, ამავე ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან კასრაძე და ცენტრის სხვა წარმომადგენლები.

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ჯარისკაცთა საწვრთნელ ვარჯიშებს, სამწყობრო გადაადგილებასა და სპორტულ ღონისძიებას. სტუმრებისთვის სპეციალურად მოეწყო სამხედრო აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა.

"მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა სკოლებისთვის"კამპანიის  ფარგლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლას უკვე უმასპინძლა. აღნიშნული პროექტის განხორციელება რეგიონებშიც იგეგმება.