"პირველ რადიოს" მოვუწოდებ ბოდიში მოიხადოს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით!!! - ზაზა გაბედავას განცხადება
საქართველო, 22 მაისი,
საქინფორმი. გუშინწინ
საქინფორმმა, „პირველ რადიოზე“ დაყრდობით, გაავრცელა ბიზნესმენ
ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელის ფოტოები, რასთან დაკავშირებითაც
ზაზა გაბედავა მოსკოვიდან შემდეგ განცხადებას აკეთებს:
„საინფორმაციო სააგენტო "პირველმა რადიომ" დადო ხარძიანის მკვლელის ფოტოები რომლებიც გახლავთ ჩემი მოპოვებული და მიიწერეს თავიანთ სააგენტოზე, რაც არის ჟურნალისტური ქარტიის წესების დარღვევა და მივმართავ შესაბამისს ორგანიზაციებს, რომ გააპროტესტონ ეს ფაქტი! რადგან ინფორმაციის მომპოვებლის უგულვებელყოფა არის უსამართლო და სრულიად ამორალური!!! "პირველ რადიოს" კი მოვუწოდებ ბოდიში მოიხადოს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით!!!“ - წერს ზაზა გაბედავა თავის Facebook-გვერდზე.