საზოგადოება
ნოდარ ჯავახიშვილი: “ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ლარის დასტაბილურების პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“

1-javaxiS-sazog-3საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ლარის დასტაბილურების პროცესში.

„ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი უცხოელი დონორების მიერ ფინანსდება და იძლევა იმის გარანტიას, რომ შემოვა შესაბამისი დოლარები. აქედან ძირითადი ნაწილი ლარში დაიხარჯება. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს თავისთავად მოაქვს ეკონომიკისათვის დადებითი შედეგი. ეს ზოგ შემთხვევაში დროში გაწელილია, მაგრამ მყისიერი ეფექტი ჩვენს ხარჯვას ექნება ის, რომ ბაზარზე დოლარი შემოვა", - განუცხადა ჟურნალისტებს ნოდარ ჯავახიშვილმა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.