საზოგადოება
ლადო სადღობელაშვილი - ირაკლი წერეთელს: „რა დრო დაგიდგა?! შენი "შისწიორკის" ხელისბიჭად ჩამოყალიბდი!“

1-ladoo-sazog-2საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. „თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ირაკლი წერეთელთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს და მას სოციალურ ქსელის მეშვეობით მიმართავს:

„...მახსოვს ერთხელ ბავშვობაში ერთ პიროვნებას მოვყევი შენთან ოფისში, შენ იმ პიროვნებას ყავით გაუმასპინძლდი და მოსადუღებლად კობა ხაბაზს უხმე!!!

ეჰ ჩემო ირაკლი რა დრო დაგიდგა?! ტყულად არ არის ნათქვამი დრონი მეფობენ და არა მეფენიო!!! ვინ წარმოიდგენდა რომ ერთ დროს,  ჩაის და ყავის გამკეთებელი კობა ხაბაზი დღეს შენზე უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა?! ვინ წარმოიდგენდა, თუ შენ მოგიწევდა შენს შნირზე ფულის თხოვება და მისი ინტერესების გატარება!? ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა რომ ერთ დროს შენი "შისწიორკის" ხელისბიჭად ჩამოყალიბდი!!! ირაკლი კიკუ წერეთელი, თავის შნირის ხელისბიჭი!!!"- იხსენებს, კერძოდ, სადღობელაშვილი.