საზოგადოება
ირმა ინაშვილი: „თუ ყოველივე ქართული ნიშნავს პრორუსულს, მაშინ მაია ორჯონიკიძე ნიშნავს სერგო ორჯონიკიძეს!“

1-izaura-sazog-1-analitსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტი ირმა ინაშვილი facebook-გვერდზე წერს.

„...წელს, 24აპრილს, ისლანდიის პარლამენტმა დაიწყო კანონპროექტის განხილვა - NATO-დან გამოსვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ... საფრანგეთი 1966 წლიდან 1993 წლამდე NATO-დან გამოსული იყო... საბრძნეთი 1974 წელს გამოვიდა NATO-დან და დაბრუნდა 1980 წელს. ესპანეთი 1998 წლამდე NATO-წევრი იყო... ისლანდია... ევროკავშირში არ შედის, მისი ეროვნული ინტერესების გამო! NATO-დან გამოსვლის აუცილებლობას ხსნის, მისი ეროვნული ინტერესების დაცვის გამო!.. კითხვა ჩნდება: ზემოხსენებული ქვეყნები პრორუსული ქვეყნებია?! ამ დროს ჩვენ... გვინდა NATO-და ევროკავშირიც!!!

...იმაზე არ უნდა დავთანხმდეთ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს... ცხადია, ეს სულისკვეთება ნაცისტებს არ მოსწონთ... ამიტომ ახალ თეორიას ქმნიან. თურმე, ყოველივე ქართული ნიშნავს პრორუსულს... ეს "აზრი" რამდენიმე თვის წინ ჯერ ლევან ბერძენიშვილმა გაახმოვანა... შემდეგ მაია ორჯონიკიძემ იგივე "აზრი" "რეაქციაში" განავრცო... ახლა ვპასუხობ ქალბატონ ორჯონიკიძეს: თუ ქართული ნიშნავს პრორუსულს, მაშინ მაია ორჯონიკიძე ნიშნავს სერგო ორჯონიკიძეს, რომელმაც, სხვათა შორის, რუსეთს აჩუქა სოჭი, აზერბაიჯანს - ბელაქანი, კახი, საინგილო. სერგოს არც სააკაშვილი ჩამორჩა. რუსეთს ცხინვალი, სოხუმი, კოდორი და ახალგორი ჩააბარა! აჩუქა!.. მე ვარ ქართველი, ნიშნავს, რომ მე არა ვარ მონა და არავის ვჩუქნი ჩემი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწა-წყალს!" - წერს, კერძოდ, ინაშვილი.