საზოგადოება
ქუთაისელი ახალგაზრდები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწოდებას გამოეხმაურნენ

xeebis_dargva5 დეკემბერს ქუთაისში მოეწყო აქცია "დარგე ხე, გაამწვანე ქუთაისი". მისი ინიციატორები იყვნენ ინტერნეტ პორტალი ''ინფოქუთაისი''. მასში მონაწილეობდნენ, ასევე, რადიო "თეთრი რადიო" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდები უკეთესი მმართველობის მშენებლობისთვის". 50-მდე ახალგაზრდამ აღმაშენებლის ხეივანში 100 ძირი იფანი დარგო. ამ აქციით მონაწილეები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწოდებას გამოეხმაურნენ.
ორგანიზატორების განცხადებით, აქცია "დარგე ხე, გაამწვანე ქუთაისი" არ იქნება ერთჯერადი; გაისად, გაზაფხულზე, აქციის მონაწილეები წიწვოვანი ხეების დარგვას გეგმავენ.