პოლიტიკა
მოსთხოვს თუ არა საქართველოს მთავარი პროკურატურა ლატვიას სააკაშვილის დაპატიმრებას

1-latvia-pol-2-an-mtსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი რიგაში მონაწილეობას მიიღებს ევროპის სახალხო პარტიის მიერ ორგანიზებულ სამიტში, რომელიც წინ უძღვის ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიობის სამიტს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება. რიგის კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც - დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია. ჯერჯერობით უცნობია მოსთხოვს თუ არა საქართველოს მთავარი პროკურატურა ლატვიის პროკურატურას სააკაშვილის დაპატიმრებას და ექსტრადირებას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მიხეილ სააკაშვილი ბაქოში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. ბადაშვილის უწყებამ აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებისა და ექსტრადირების მოთხოვნა გაუგზავნა და უარი მიიღო.

1-latvia-1 1-latvia-2
1-latvia-3 1-latvia-4