პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: „რუსული პროპაგანდის მიზანია საქართველოს ევროპული ოცნება მოკლას“

1-propaganda-polit-1-analitსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ლიდერი სამყაროს რუსულ ექსპანსიაზე აფრთხილებს - ასე ჰქვია -ის სტატიას, რომელიც Associated Press-ში დაიბეჭდა.

აღნიშნულ ინტერვიუში მარგველაშვილმა განაცხადა, რომ  2008 წელს საქართველოში რუსეთის ომმა და 2014 წელს უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის დაპყრობამ აჩვენა, რომ მოსკოვი მზად არის, არასტაბილურობა გამოიწვიოს იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჯერ კიდევ თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

"ისინი ყველაზე სწრაფები და პირველები არიან ტანკების გამოყვანაში. სწორედ ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევრაზიის კონტინენტის ნახევარი მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. თუ მათ თავიანთ სუვერენულ ქვეყანაში რაიმე სახის არასტაბილური გარემო აქვთ, მათი მეზობელი სწრაფად მოაგვარებს ამ პრობლემას "კალაშნიკოვებით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, როგორც 2008 წელს საქართველოში, 2014 წლის მარტში რუსეთმა უკრაინაში არასტაბილური გარემო შექმნა. მარგველაშვილის განცხადებით, თუ დასავლეთის მხრიდან რუსეთის ქმედებები მკაცრად არ დაიგმობა, მსგავსი რამ რუსეთმა შესაძლოა, სხვა მოსაზღვრე ქვეყნებშიც გაიმეოროს.

"ჩვენ უფრო ძლიერ და პრინციპულ მესიჯებს ველოდებით იმის შესახებ, რომ ეს მიუღებელია და დარჩება მიუღებლად მაშინაც, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი შეწყდება", - ამბობს მარგველაშვილი.

AP-ის სტატიაში საუბარია რუსულ პროპაგანდაზე, რომელიც საქართველოში სულ უფრო ძლიერი ხდება. საუბარია რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ახალი ამბების სააგენტო სპუტნიკზე, რომელიც ახალ ამბებს ქართულად და რუსულად აწვდის ხალხს.

"მთავარი მესიჯია, რომ ევროპელები არ ზრუნავენ თქვენზე, თქვენ მიტოვებული ხართ, არჩევანი არ გაქვთ და საქართველოს ევროპული არჩევანი განწირულია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.