აქტუალური
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რიგაში იმყოფება

1-riga-aqtual-2საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. მთავრობის მეთაური 21-22 მაისს მონაწილეობას იღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში, ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებებს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ვიზიტის პირველი შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში უმასპინძლებს.

დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრები, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფენთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან, ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ზორან მილანოვიჩთან, სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მირო ცერართან, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციფრასთან.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ევროპის სოციალისტური პარტიის ფორუმზე.