ქობულეთისა და ანაკლიის ტურისტული ზონების მხარდაჭერის შესახებ კანონს პარლამენტი განიხილავს
აღნიშნულ კანონს პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს.სახელმწიფო ტურისტულ ზონაში ინვესტორებს სასტუმროების მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთებსა და პროექტებს უფასოდ გადასცემს.
იზრუნებს კომუნიკაციების, დენის, გაზის, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემების გაყვანაზე.
მთავრობა ააშენებს ანაკლია-ზუგდიდის აეროპორტს და დააგებს ახალ გზას. ყველა ინვესტორი, ვინც ანაკლიაში სასტუმროს ააშენებს, 15 წლით მოგებისა და ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. მთავარი პირობაა მშენებლობის 18 თვეში დამთავრება.