აქტუალური
თავდაცვის მინისტრმა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა

1-nagrdaila-aqtual-1საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. გუშინ თინათინ ხიდაშელმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) უფროსის მოადგილე მაიორი ჯონათან დრეიკი, საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მედლით - გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა.

მინისტრმა მაიორ ჯონათან დრეიკს ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხებში შეტანილი მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. დრეიკმა როტაციის ვადის ამოწურვის გამო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობა დაასრულა.

დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.