სამართალი
შსს-მ კასპის რაიონში ქურდობის ფაქტი აღკვეთა

1-krazha-samart-3საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შ.პ.ს. საქართველოს მელიორაციასთან“ თანამშრომლობით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რევაზ კ, იოსებ ხ. და გოდერძი ო. ქურდობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

ბრალდებულები კასპის რაიონის სოფელ მეტეხში, აშურიანის მინდვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს მელიორაციის“ კუთვნილ 700 მეტრი სიგრძის სარწყავ მილებს იპარავდნენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების გამოჩენისთანავე ბრალდებულები მიიმალნენ. ისინი რამდენიმე წუთში კასპში დააკავეს.