სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო აპრილის თვის და იანვარ-აპრილის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

1-statistic-samart-2საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. აღნიშნული სტატისტიკა ასახავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს.
საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება
2015 წლის აპრილი
რეგისტრირებულია 2981 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1277 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 42.84%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -7.22%.

შსს- ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით

2015 წლის აპრილი

რეგისტრირებულია 1958 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1102 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.28%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -8.68%.

საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება

2015 წლის იანვარ-აპრილი

რეგისტრირებულია 11787 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 6226 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 52.82%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -12.91%.

შსს- ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით

2015 წლის იანვარ-აპრილი

რეგისტრირებულია 8139 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 5312 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65.27%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -15.88%.