სამართალი
„ვვარაუდობ, რომ დიდხანს ვერც კვიტაშვილი, აბრამავიჩუსი და ზღულაძე გაძლებენ. მათი რეფორმებისთვის თანხას არავინ გამოყოფს. ახლა უკრაინაში ყველაფერი არეულია და ინტერესთა დიდი კონფლიქტია“, - განაცხადა ვადიმ კარასევმა.
შეგახსენებთ, რომ ამას წინათ უკრაინაში იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე ჯაბა ებანოიძემ დატოვა. ამასთან, უკრაინის უმაღლეს რადაში სახალხო დეპუტატებმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა შეიტანეს.