პარლამენტი სამი ახალი ელჩის დამტკიცებაზე იმსჯელებს
პარლამენტი დღეს სამი ახალი ელჩის დამტკიცებაზე იმსჯელებს. ბრაზილიაში ოთარ ბერძენიშვილის, მექსიკაში მალხაზ მიქელაძის და სომხეთში თენგიზ შარმანაშვილის კანდიდატურები განიხილება.ცვლილება ახალი ელჩების დანიშვნაზე როტაციის ვადის მოახლოებით არის განპირობებული. როტაცია სულ 11 ქვეყანაში განხორციელდება.
მათ შორის შვედეთში, პოლონეთში, სლოვაკეთში, პორტუგალიაში, ეგვიპტეში, აზერბაიჯანსა და ევროსაბჭოში.
მიმდინარე კვირაში პარლამენტი დანარჩენი ელჩების დანიშვნაზეც იმსჯელებს. კანონმდებლები ელჩობის კანდიდატებს, სავარაუდოდ, პარასკევის სხდომაზე უყრიან კენჭს.