საქართველოში უცხოელ პედაგოგთა მეცხრე ნაკადი ჩამოვიდა
პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში ისინი სხვადასხვა საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან და ადგილობრივ მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლაში დაეხმარებიან.ინგლისურენოვანი მასწავლებლები უკვე ასწავლიან აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის რუსთავისა და თბილისის საჯარო სკოლებში.
ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნულ პროექტს 2010 წლის ივლისიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში წლის ბოლომდე საქართველოში სულ ათასი ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჩამოვა.