პოლიტიკა
„თორმეტ საათზე დაიწყება ღონისძიება საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით, პირველ საათზე ფიცის დადება გაიმართება თავისუფლების მოედანზე, გვექნება ავიაშოუს ელემენტები. მთელი დღის განმავლობაში, საღამოს 8 საათამდე რუსთაველის გამზირი დაეთმობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწყობილ კუთხეებს. გუდაურის განვითარების ფონდი ხელოვნური გათოვლიანების კუთხეს მოაწყობს, სადაც იქნება საგუნდაო და საციგურაო ადგილები. ასევე, მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ჩატარდება კონკურსები, შეჯიბრებები, გაიმართება მხიარული სტარტები და სხვადასხვა ტიპის კონცერტები“,–აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ღონისძიებებს პარლამენტის წინ დაგეგმილი გალა–კონცერტი და ფეიერვერკი დაასრულებს.