უცხოეთი
ლავროვი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ღია არიან საერთაშორისო სტრუქტურებთან დიალოგისათვის

1lavrovi-zar-3-anსაქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობები ღი არიან საერთაშორისო სტრუქტურებთან,  მათ შორის, ევროპის საბჭოსთან, გაეროსთან, ეუთოსთან დიალოგისათვის. ამის შესახებ რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის შედეგების შეჯამებისას. მინისტრმა კომენტარი გაუკეთა გასულ კვირას ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ „რფ-თან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეთანხმებებით საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ“ მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებულ სიტუაციას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებს ამ ორ სახელმწიფოსთან მოკავშირეობის თაობაზე „არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია“.

მე არაფერი ვიცი ამგვარ განცხადებებსა ან გადაწყვეტილებებზე რუსეთის მიმართ მოთხოვნასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს წვდომა ტერიტორიაზე, როგორც თქვენ ბრძანეთ, „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. ასეთი მე არ ვიცი“, - განაცხადა ლავროვმა იმ კითხვის პასუხად, მზად არის თუ არა რუსეთი, დაეხმაროს ევროსაბჭოს  ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სიტუაციის მონიტორინგის ჩატარებაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

ვიცი, რომ კავკასიაში არის ორი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა სააკაშვილმა დანაშაულებრივი ბრძანება გასცა, გამოეყენებინათ შეიარაღებული ძალები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. და ეს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო - რეალობაა, აღაირებული არიან რუსეთის მიერ, ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან“, - განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა.