სამართალი
საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა დავით ნ. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დიღმის მასივში, გვიან ღამით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაჭრა გიორგი ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რკინიგზის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის გიორგი ს-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.