სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

1ognestrel-samart-2საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. შსს-ს ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზაზა . ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 16 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია: 134 ცალი საბრძოლო ვაზნა, გადაჭრილი ცეცხლსასროლი შაშხანა, ქარხნული წესით დამზადებული „BLOW COMPACT MOD 2002“-ის მოდელის პისტოლეტი და 1 მჭიდი, ქარხნული წესით დამზადებული „ერ-კა-გე-ზე-ე-ემ 4879“-ის ტიპის კუმულაციური ხელყუმბარა და „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 მჭიდი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.