შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავა
საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ალგეთის თემში - ბალაბეკ გიზბასოვი ქრთამის აღებაში ამხილეს.
ბალაბეკ გიზბასოვმა მოქალაქეს დაუმზადა ყალბი ცნობა, თითქოს-და აღნიშნულმა მოქალაქემ ამავე თემის სოფლებში მაცხოვრებელი პირებისგან 400 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი - ცხვარი შეიძინა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი. სამართალდამცველებმა ბალაბეკ გიზბასოვი ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის რაიონში დააკავეს.