აქტუალური
საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანის ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი სომეხი კოლეგა ბათუმში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და საუბრის მთავარი თემები ორი ქვეყნის თანამშრომლობა და ეკონომიკური საკითხები იყო. „ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონში. ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობები რეგიონში ყველა ქვეყანასთან - თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.