აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალებმა დამოუკიდებლობის დღისათვის მზადება დაიწყო

1albatros-aqtual-1საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო-საზეიმო ღონისძიებებში ავიაციაც იქნება ჩართული.

ღონისძიებებისათვის მზადების ფარგლებში, 19 მაისს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე 1 ერთეული „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით სავარჯიშო ფრენას განახორციელებს.

20 მაისს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი და L-39 ტიპის თვითმფრინავი „ალბატროსი“ თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გავლით გლდანის რაიონის მიმართულებით საკოორდინაციო შემოფრენას შეასრულებენ.

25 მაისს გენერალური რეპეტიცია ავიაციის მონაწილეობით 12:45 საათიდან 14:30 საათამდე იგეგმება. 3 ერთეული „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი, 3 ერთეული L-39 ტიპის თვითმფრინავი „ალბატროსი“ და 3 ერთეული SU-25 ტიპის თვითმფრინავი „მიმინო“ დედაქალაქის თავზე თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და გლდანის რაიონის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით გადაიფრენენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ფიცის მიღების ცერემონიალთან დაკავშირებით, ასევე, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია რეპეტიციები.