ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები პრეზინდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილს უგზავნიან
საქართველო, 20 მაისი,
საქინფორმი. ცენტრის თანამშრომლების მთავრი მოთხოვნაა მათ და დაუბრუნდეს სამეცნიერო საბჭოს უფლება, თავად აირჩიოს ხელმძღვანელი.
„გთხოვთ, დროულად ჩაერთოთ ამ კონფლიქტის მოგვარებაში, რათა ცენტრის თანამშრომლებს მოგვეცეს საშუალება დავუბრუნდეთ ჩვენს ჩვეულ რეჟიმს და გავაგრძელოთ სამეცნიერო საქმიანობა. ასევე გთხოვთ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განიხილოთ უფრო მაღალი სტატუსის მქონე მაკონტროლებელი ორგანოსადმი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაქვემდებარების საკითხი“, - ნათქვამია ცენტრის თანამშრომელთა განცხადებაში.