საზოგადოება
თეა წულუკიანი: „ადეიშვილის და მისნარი მრჩეველების მიმართ უკრაინაში აგრესია იზრდება“

1Culuk-sazog-2საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი მისი წინამორბედი ზურაბ ადეიშვილის მიერ უკრაინული მედიისთვის მიცემულ  ინტერვიუს ეხმაურება. წულუკიანმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ეს არის ის წარსულის რეცეპტები, მექანიზმები, რომელმაც საქართველოში ძალიან ბევრი უბედურება მოიტანა და რატომღაც ახლა ამ უბედურების შემქმნელი ერთ-ერთი ავტორი სხვა ქვეყანაში მოიაზრება დემოკრატიის მშენებლად... მაგრამ მე სხვა ინფორმაციაც მაქვს, რომ მისით, მისნაირი სხვა მრჩევლების მიმართ უკრაინის საზოგადოებაში იზრდება გაღიზიანება... ბრძენი ხალხია და ისინი ნელ-ნელა ხედავენ, რომ ის რაც ჩვენ მოვიშორეთ, იმიტომ, რომ მათ ქვეყანაში არ დაედგომებათ, იქ გამაგრდნენ და იძლევიან რჩევებს. მე ვეტყოდი უკრაინელებს, რომ ამ რჩევებს არანაირი ფასი არა აქვს. ყველა ციხეში, დააპატიმრეთ მოსამართლე და რეპრესიით ებრძოლეთ მთელ ნომენკლატურას და სახელმწიფო მანქანას – ეს არ ამართლებს. რა თქმა უნდა, დანაშაული უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეს შიშველი ძალადობა, რომელსაც ჩემი წინამორბედი ქადაგებს, არ ამართლებდა საქართველოში და არ გაამართლებს უკრიანაში", - განაცხადა, კერძოდ, თეა წულუკიანმა.