საზოგადოება
საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. პროკურატურისთვის ბესიკ ხარძიანის სავარუდო მკვლელის ვინაობა ცნობილია. "პირველი რადიოს" ცნობით, საგამოძიებო უწყება ეროვნებით ჩეჩენ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს, რომელმაც საქართველო თბილისი-კიევის რეისით დატოვა. "პირველ რადიოს" სანდო წყარომ ფოტომასალაც მიაწოდა, რომელიც, სავარაუდოდ, ოპერატიულია და მასზე სწორედ ხარძიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცია ასახული. ფოტოზე ჩანს, თუ როგორ ჩამორბის ის კიბეებზე, იხდის ქურთუკს, ატრიალებს და მას მეორე მხრიდან იცვამს.