პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ჰაინც ფიშერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტს, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, მთავრობა მხარდაჭერის დემონსტრირებად აფასებს.
გაფართოებულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განმტკიცებაზე ისაუბრეს, ასევე, ხაზი გაესვა საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც თბილისში იმართება.