პოლიტიკა
მთავრობამ პარლამენტის დავალება არ შეასრულა. პარლამენტმა მთავრობას 9 თვის წინათ დაავალა, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანა, განთავსებასა და მარკირებაზე კანონი მოემზადებინა, მაგრამ მთავრობამ ეს არ შეასრულა.
დღეს ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მთავრობას 6 თვეში უნდა წარედგინა პარლამენტისთვის ახალი კანონი, მაგრამ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტის დავალება არ შეასრულა. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა თავი იმით იმართლა, რომ ევროკავშირთან ძირითადი მიმართულებების დამტკიცებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ძირითადი სტრატეგია, ერთი თვეა, რაც დამტკიცდა, ამიტომ მთავრობა პროექტზე მუშაობს.