საზოგადოება
MDF-ის კვლევა: საქართველოში ანტიდასავლური განწყობის მთავარი წყარო მედიაა, სადაც ტვ „ობიექტივი“ და საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ ლიდერობენ

1mdf-saz-2-an-2-mtსაქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. მედიის განვითარების ფონდის“ 2014-2015 წლების მედიამონიტორინგის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ანტიდასავლური განწყობის მთავარი წყარო მედიაა.

„მედიასაშუალებებიდან ანტიდასავლური განწყობების კულტივირება და ტირაჟირება ყველაზე მძაფრად მედიაკავშირ „ობიექტივის“ სატელევიზიო ტოქ-შოუში ხდებოდა (87), რომელსაც ონლაინგამოცემები „საქინფორმი“ (82) და „საქართველო და მსოფლიო“ (შემდგომში Geworld.ge) (72) მოსდევენ. ბეჭდური მედიიდან გამოკვეთილად მკაფიო ანტიდასავლურ განწყობებს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ (40) და „ალია“ ჰოლდინგში შემავალი გამოცემები – „კვირის ქრონიკა“ (26) და „ალია“ (12) გამოხატავდნენ. სააგენტოებში - „პირველი“ და „რეპორტიორი“ დარღვევის თითო ფაქტი გამოიკვეთა, ხოლო ტელეკომპანია „იმედში“ ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევისა და ანტიდასავლური ინტერპრეტაციით მოვლენის გაშუქების ერთი შემთხვევა გამოვლინდა. დიაგრამა 2-ში კატეგორია „სხვაში“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბრიუსელის კორესპონდენტის, გიორგი ფოფხაძის ადრინდელი განცხადებები (3) მოხვდა. აღნიშნული განცხადებების დროს ის მედიაკავშირ „ობიექტივის“ თანამშრომელი იყო, თუმცა ინტერვიუ სხვა გამოცემებისთვის აქვს მიცემული“, - ვკითხულობთ კვლევაში.

1mdf-saz-2-qv