სამართალი
შსს-მ გურჯაანში ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

1nasilie-samart-3საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი დავით . ოჯახში ძალადობის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, თავის საცხოვრებელ სახლში, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 2012 და 2014 წელს დაბადებულ გერებს, ხოლო საკუთარ შვილს - 2011 წელს დაბადებულ საბა თ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი გერის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ იგი თბილისში, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.