სამართალი
ჯაბა ებანოიძემ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დატოვა

1jaba-sam-1-an-1საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც ებანოიძემ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, მან დეპარტამენტი უფლებამოსილებების გარეშე მიიღო.

აღმოჩნდა, რომ ამ დეპარტამენტს არ აქვს არანაირი უფლებამოსილებები. რეგისტრაციის სისტემები დაშალეს და სხვადასხვა დეპარტამენტებს გადაუნაწილეს. როგორც კი მივდიოდით იქამდე, რომ რეგისტრატორების მუშაობის გაკონტროლებას ვიწყებდით, ჩვენ გვაჩერებდნენ და არ გვაძლებდნენ სისტემის შეცვლის საშუალებას", - განაცხადა ებანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ებანოიძე საქართველოში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.

უკრაინის ხელისუფლებაში კიდევ რამდენიმე ქართველია: მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე; ლევან ვარშალომიძე - უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი; ეკა ზღულაძე - შს მინისტრის მოადგილე; ალექსანდრე კვიტაშვილი - ჯანდაცვის მინისტრი; გია გეწაძე - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე; დავით საყვარელიძე - უკრაინის გენპროკურორის მოადგილე.