პრემიერმა ღარიბაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებას პროექტით -„ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ დაინტერესებული ბიზნესმენების მხარდაჭერისკენ მოუწოდა
საქართველო, 19 მაისი,
საქინფორმი. აჭარის რეგიონში დაგეგმილი პროექტები და ტურისტული სეზონისთვის მზადების საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და რაიონების გამგებლებმა გუშინ გამართულ შეხვედრაზე.
მთავრობის მეთაურმა ახალი სამთავრობო პროგრამის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ პრიორიტეტებზე ისაუბრა და ადგილობრივ ხელისუფლებას დაინტერესებული ბიზნესმენების მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროექტი რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას, შეჩერებული და მიტოვებული საწარმოების აღდგენა-ამუშავებას და რეგიონების მოსახლეობის დასაქმებას ემსახურება.