პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში სომეხ კოლეგას, ჰოვიკ აბრაჰამიანს მასპინძლობს

1ovik-polit-2საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. სომხეთის მთავრობის მეთაური საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.

პირისპირ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-სომხეთის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა და ჰოვიკ აბრაჰამიანმა ბათუმის ბულვარში გაისეირნეს.