სამართალი
საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირი, რომელიც რუსთავში მცხოვრები გიორგი მ. აღმოჩნდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მ-მ საკუთარ თანაკლასელ გვანცა კ-ს, ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გიორგი მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, კისრის არეში მიყენებული ჭრილობებით, მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.