გია ჟორჟოლიანი: „ბიუჯეტის შემცირება 600-700 მილიონით არის მოსალოდნელი“
საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. მმართველ გუნდში კახა კალაძის პოზიციას იზიარებენ და აცხადებენ, რომ კომერციული ბანკების ტრანზაქციების საკითხი შესასწავლია.
ამის შესახებ გია ჟორჟოლიანმა „კურიერთან“ ისაუბრა და თქვა, რომ ეროვნული ბანკი მიმდინარე პროცესში პასიური მოქმედებებით გამოირჩეოდა.
„ფინანსურმა სპეკულაციებმა, რომელიც შესაძლოა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებენ კომერციული ბანკები, შესაძლოა, მოახდინოს გავლენა ეკონომიკასა და სავალუტო პროცესზე და ეს არ არის კალაძის მოგონილი. ამ საკითხს შესწავლა სჭირდება“, - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა გია ჟორჟოლიანმა, რომელმაც კურიერთან ისაუბრა ბიუჯეტის 600-700 მილიონით შემცირებაზე და განაცხადა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლის შემცირების შემთხვევაში ბიუჯეტის კორექტირება გარდაუვალი იქნება.