საზოგადოება
„რამდენიმე აქცია იყო თბილისში და მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ყველაფერი მშვიდად, ცივილიზებულად და დემოკრატიულად ჩატარდა. მინდა, კიდევ რთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ღირსეული და გამორჩეული ერი და ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დავამტკიცეთ, რომ ვართ ცივილიზებული სახელმწიფო და ნამდვილად გვსურს ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ასევე მიულოცა პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე. "მინდა მოგილოცოთ, ყველას ვუსურვო, გაძლიერდეს ქართული ოჯახი, რადგან ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი და ამაზე დგას ჩვენი ქართული სახელმწიფო", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.