პოლიტიკა
ირაკლი მანაგაძე: „ლარის კურსი არის მცურავი და გარემო პირობების შედეგად იცვლება. ძირითადი შოკი უკვე გადავლილია“

1managadze-polit-2საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ განაცხადა.

„... ნებისმიერ მოვლენებში, რომელიც ფინანსურ-საკრედიტო პროცესებთან და გაცვლით კურსთანაა დაკავშირებული, წამყვანი როლი მართვასა და კომუნიკაციაში აქვს ეროვნულ ბანკს. გიორგი ქადაგიძეს მთავრობასთან კოორდინებულად, რეალისტური ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა მოსახლეობისათვის. არასწორად მიმაჩნია, პროცესების მიმდინარეობა დაბრალდეს ან მთავრობას ან ეროვნულ ბანკს. პირველი დარტყმა მთავრობაზე მოხდა, ეს კი სწორი არაა... გაცვლითი კურსის პროგნოზირება შესაძლებელია, მაგრამ ზუსტი ინფორმაცის წინასწარ ცნობა შეუძლებელია. ჩემი აზრით, ძირითადი შოკი უკვე გადავლილია და თუკი არსებობს ეჭვი, რომ ხელოვნურად მოხდა პროცესების ესკალაცია, მანიპულაციებით ხელის შეწყობა, აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ეჭვების მიზეზების სწრაფად გამოკვლევა, საუბრების დასრულებისათვის. ეროვნული ბანკის საქმიანობაში ძალიან დიდი დატვრითვა აქვს მის დამოუკიდებლობას და მისი ნდობის კრედიტის შენარჩუნებას. ამიტომ როცა რაიმე ეჭვი გამოითქმევა ამ ინსტიტუტის მიმართ, ან უნდა დადასტურდეს ან გაქარწყლდეს, ამ თემაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს“, - განაცხადა, კერძოდ, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტმა.