პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სამი მოადგილე წარადგინა

1moadgile-polit-1საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ფინანასთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ებრალიძე თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, მოადგილეებად დაინიშნენ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძე და იურისტი ბესიკ ლოლაძე.
ამავდროულად, ბესიკ ლოლაძე თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იქნება.

ხიდაშელის თქმით, მას კიდევ ორი მოადგილე ეყოლება, თუმცა ისინი ამჟამად უცხოეთში სწავლობენ და საქართველოში ივლისის ბოლოსთვის დაბრუნდებიან.

გარდა ამისა, თინა ხიდაშელი ხელს მოაწერს საჰაერო თავდაცვის შესახებ ხელშეკრულებას. ამის შესახებ მან თავად განაცხადა "პოლიტარტში" სტუმრობისას და დასძინა, რომ ამ თემაზე საუბარი ჰქონდა მის წინამორბედ მინდია ჯანელიძესთან:

ერთ-ერთი პირველი, რაზეც მინდია ჯანელიძესთან ვისაუბრე, როცა შევხვდით, ასევე მის ყოფილ მოადგილეებთან, იყო ეს კონტრაქტი... მე ამ კონტრაქტს ხელს მოვაწერ, თან ეს დიდი ხნის შემდეგ არ იქნება", - განაცხადა, კერძოდ, ხიდაშელმა.