უცხოეთი
დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა

1dnr-zar-3-anსაქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზახარჩენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. LifeNews-ი ერთადერთი რუსული ტელეარხი იყო, რომლის წარმომადგენლებიც ამ ისტორიულ მოვლენას დაესწრნენ.

დონბასისა და აფხაზეთის ხალხების გულწრფელი მისწრაფებებიდან გამომდინარე, დამყარდეს სრულფასოვანი მეგობრული ურთიერთობები, ვბრძანებ, აღიარებული იქნეს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“, - ნათქვამია ერთ-ერთი ბრძანების ტექსტში. ანალოგიური დოკუმენტი მიეძღვნა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე კოფმანის თქმით, მომხდარი ლოგიკურ ნაბიჯად იქცა რესპუბლიკებსა და მათ მეგობარ ხალხებს შორის ურთიერთობებში.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხები ძალიან ახლო არიან დონბასის მოსახლეობისთვის. თავის დროზე დონეცკი ეხმარებოდა აფხაზეთსა და ოსეთს, როცა მათთან ომი იყო. ახლა ისინი გვეხმარებიან ჩვენ. და ძალიან მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგით“, - განაცხადა LifeNews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა.